კვერცხი შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად გათქვიფეთ. შეათქვიფეთ ზეთი. შემდეგ დაუმატეთ იოგურტი ან არაჟანი და კარგად ამოურიეთ. ბოლოს ჩააცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ქლიავი დაჭერით კუბიკებად და შეურიეთ ცომს. ცომი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. გემრიელად მიირთვით!