ბისკვიტი გამოვაცხვე 12 კვერცხიანი 26 სმ დიამეტრის ფორმაში. ჯერ 8-კვერცხიანი, შემდეგ - 4-კვერცხიანი. 8 კვერცხი ამოვიყვანე მწიკვ მარილთან და 8 ს/კ შაქართან ერთან მასის გამყარებამდე, დავუმატე გულები და10 წუთი კიდევ ვთქვიფე + ვანილი. ბოლოს დავუმატე გაცრილი 8 ს/კ ფქვილი და ხის კოვზით ნელა ავურიე, გადავიტანე ქაღალდდაფენილ ცხიმწასმულ ფორმაში, გამოვაცხვე ქვედა წვით 170 გრადუსზე. ასე გავიმეორე 4-კვეცხიანი ბისკვიტიც. 4 კვერცხი 4ს/კ შაქარი 4ს/კ ფქვილი ვანილი მწიკვი მარილი. კრემი 1ლ რძე 200გრ ფქვილი 300გრ შაქარი შედედებული რძე (მოხარშლი მალაკო, ირისკა) 400 გრ კარაქი 2 ვანილი 2 ს/კ კონიაკი 1,5 კილო ატამი 100გრ ქოქოსი მოვადუღე ფაფა, 1 ლიტრა გაცხელებულ რძეს დავუმატე შაქარი და ფქვილი ერთად არეული, სწრაფი მოძრაობით კარგად ავთქვიფე, მაშინვე შესქელდება, 10 წუთი ვადუღე და გამოვრთე, გადავაფარე სამზარეულოს ცელოფანი და გავაცივე ოთახის ტემპერატურაზე. ასევე კარგად ამოვიყვანე ოთახის ტემპერატურაზე შერბილებური კარაქი, დავუმატე შედედებული რძე თითო კოვზი ასევე ფაფაც+ვანილი და კონიაკი. ჩემს 8-კვერცხიან ბისკვიტს ზედა თავი დანის დახმარებით ავაცალე, გავყავი შუაზე, ასევე 4-კვერცხიანასაც (არ გამიჭრია შუაზე), ანუ სულ გამომივიდა სამი ფენა. ჩემი ბისკვიტები დავნამე ატმის წვენით და ხილით. ყველა ფენას წავუსვი კრემი, გარედან ატმითა და ქოქოსით მოვრთე. გამოვიდა ულამაზესი ატმის ტორტი დასანამი 4 ცალი ატამი გავყავი შუაზე, დავჭერი თხლად მაღლიდან გასაფორმებლად, დანარჩენი კუბიკებად, დავამატე 200გრ შაქარი ვანილი კონიაკი გავაჩერე 2 საათი რომ კარგად გამოიღოს სიროფი. მაღლიდან მოსართავი ატამი ამოვავლე შაქრის სიროფში, რომ არ გაშავდეს მეორე დღისთვის.