
ეს ხრაშუნა სიგარეტები შეგიძლიათ ასეც მიირთვათ, ან შიგნით კრემი მოათავსოთ. ძალიან ხრაშუნა და გემრიელია, ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ.
შაქარს დაუმატეთ ფქვილი, მწიკვი მარილი და ამოურიეთ. დაუმატეთ ორი კვერცხის ცილა, გამდნარი კარაქი და გათქვიფეთ. მიღებული ცომი შედგით მაცივარში 15 წუთით.
გამოსაცხობ ლანგარზე დააფინეთ სილიკონის ან ჩვეულებრივი გამოასაცხობი ქაღალდი. 2 სკ ცომი გადაიტანეთ და კოვზით „გააბრტყელეთ“. უნდა მიიღოთ თხელი „ფირფიტა“. გაამზადეთ იმდენი, რამდენიც დაგეტევათ და გამოაცხვეთ 180 გრადუს გახურებულ ღუმელში 5-8 წუთით. გვერდები რომ დაებრაწება, ფრთხილად აიღეთ და ცხელივე გადაახვიეთ ხის ჩხირის დახმარებით.