რძეს დაუმატეთ შაქარი, კაკაო და სიმინდის სახამებელი. კარგად გათქვიფეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, საცერში გაატარეთ და ქვაბში გადაასხით. დაბალ ცეცხლზე დადგით და გამუდმებით ურიეთ. დუღილს რომ დაიწყებს, სურვილისამებრ დაუმატეთ 1/4 ჭიქა შავი შოკოლადი და გააგრძელეთ მორევა. რომ გასქელდება, გადმოდგით და ჭურჭელში (წინასწარ ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი) გადაიტანეთ. გააგრილეთ მაცივარში 4-5 საათით ან მთელი ღამით. ფორმიდან რომ ამოიღებთ, გაფორმებისთვის კაკაო მოაფრქვიეთ. გემრიელად მიირთვით!