ბევრი რომ არ იწვალოს გახეხვაზე, ალუბალს მოაცილეთ კურკა, დადგით მოსადუღებლად, დაადეთ ქინძის კონა მხოლოდ მწვანე კაკლებიანი, ასევე კამა და ომბალო მწვანე, წყალი 1 ჭიქა, წამოდუღებული შეაგრილეთ, გახეხვა ძალიან ძნელია, ამიტომ დააბლენდერეთ, ჩაყოლებული ქინძი და კამა გაასუთთავეთ მხოლოდ ტოტები დატოვეთ, ისიც ალუბალთან ერთად ან გახეხეთ ან დააბლენდერეთ, შესაკაზმად საჭირო არის ნიორი, ხმელი ქინძი, კამა, ომბალო, დაროხილი წიწაკა, მარილი, ყველაფერი თქვენი გემოვნებით, ამოადუღეთ, 1ლ-ზე 1 აბი ასპირინი, წამოადუღეთ სანამ არ შესქელდება და მდუღარე ჩაასხით დამდუღრულ ქილებში.