მაყვალი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, 1 ჭიქაზე მეტ წყალს ნუ დაასხამთ, ისედაცა კრგად გაუშვებს. დაადეთ ერთი კონა ქინძი, უკვე ხმობაში შესული ან უკვე გამხმარი, ასეთივე კამის კონა და ნედლი ომბალო, ამოადუღეთ, ეცადეთ არ მიიწვას, გააგრილეთ და გახეხეთ თუშფალანგზე, გახეხილი კიდევ ერთხელ გაატარეთ შედარებით წვრილ ბადეზე, წიბწები რომ არ დარჩეს, შემდეგ გახეხილი მასა დადგით მოსადუღებლად, დაამატეთ ნიორი, ხმელი ქინძი დაფქული და გატარებული ცოტა ომბალო გემოვნებით, დაროხილი წიწაკა და მარილი, მასა დიდხანს არ ადუღოთ, დაახლოებით, ადუღებიდან 20-30 წთ. ლიტრზე ერთ აბ ასპირინს უშვებიან, მაგრამ გინდათ ნუ გამოიყენებთ, ცხელ-ცხელი ჩაასხით დამდუღრულ ქილებში და ასევე დამდუღრული ხუფები დააფარეთ. სულ ესააა, უნიკალურია შემწვარი წიწილისთვის, სოუსად, მასში ჩალაგებული წიწილი ერთი ამოადუღეთ კეცზე და უგემრიელესია.