კარაქს დაუმატეთ შაქარი, მწიკვი მარილი და მიქსერით გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ხაჭო და კვლავ გათქვიფეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ ვანილი და კვერცხები შეათქვიფეთ ნაწილ-ნაწილ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი ეტაპობრივად, ასევე, გამაფხვიერებელი და კოვზით ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ შავი მოცხარი და ამოურიეთ. მიღებული ცომი გადაანაწილეთ კექსის ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!