შამპინინონები დაჭერით. გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, სოიოს სოუსი და ლიმონის წვენი. ამოურიეთ, შავი პილპილიც დაუმატეთ და 30 წუთით გააჩერეთ, რათა არომატები კარგად გაჯდეს. ყაბაყი ჯერ მრგვლად დაჭერით, შემდეგ - ოთხ ნაწილად და ტაფაზე ცოტა ცხიმში ორივე მხრიდან შეწვით. სასურველია გრილის ტაფაზე შეწვა. იმავე ტაფაზე შეწვით სოკოც. ბაგეტი (ან სხვა პური) კუბიკებად დაჭერით და ცოტა ზეთში დაბრაწეთ თაფაზე. დაიწყეთ სალათის აწყობა: პირველ ფენად სალათის ფურცლები დააფინეთ, შემდეგ ყაბაყი დაალაგეთ, შემდეგ - სოკო, პამიდორი და პური. მსუბუქად ამოურიეთ და მიირთვით. სურვილისამებრ, ზეითუნის ზეთი მოასხით, თუმცა ზეთშიან ტაფაზე შემწვარ ყაბაყსა და სოკოს თავისი ცხიმი უკვე ექნება.