ბადრიჯანი ჩაჭერით (მთლიანად არა). ფენებს შორის ზეითუნის ზეთი წაუსვით და მარილი მოაყარეთ. პამიდორი ჯერ მრგვლად დაჭერით, შემდეგ შუაზე გაჭერით და ბადრიჯნის ფენებში მოათავსეთ. ყველს დაუმატეთ არაჟანი, დაჭყლეტილი ნიორი და 20 მლ ზეთი. კარგად ამოურიეთ და ეს მასა გადაანაწილეთ ბადრიჯნის ფენებში. ზეთი ბადრიჯანს გარედანაც წაუსვით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!