ყვითელი ატამი კარგად გავრეცხე და გავასუფთავე ბუსუსებისგან. ატამი არ გამიფცქვნია. თითოეულ ატამს კურკის გარშემო შემოვატარე დანა და შემდეგ შემოვატრიალე ხელით. ერთი ნახევარსფერო კურკისგან თავისუფალი დარჩა, მეორეს კი დანის წვერით ამოვუღე კურკა. თითოეული ნაწილი კიდევ დავჭერი ნაჭრებად. 3 ლიტრიან ქილებში ჩავყარე დაჭრილი ატამი, დავაყარე 3 ჭიქა (200-გრამიანი) შაქარი (ატმის სიტკბოს მიხედვით, დააკელით ან დაამატეთ), დავასხი წყალი, დავაფარე თუნუქის სახურავები და გავასტერილე. ადუღებიდან 30 წუთში მოვხუფე.