მთლიანი ქლიავი გადაიტანეთ ქვაბში. დადგით დაბალ ცეცხლზე. სულ ცოტა წყალი დაასხით (მაგალითად, 30-50 მლ). კარგად ამოურიეთ და თავი დაახურეთ. წვენი რომ გაუშვას და სრულად მოიხარშოს, 20-30 წუთი დასჭირდება. ყოველ 5 წუთში ამოურიეთ. ქლიავი კარგად რომ დარბილდება, ქვაბი გადმოდგით და საწურში გაატარეთ. უფრო ადვილი იქნება, ეტაპობრივად თუ გააკეთებთ. ნარჩენები, რაც გახეხვისგან მორჩება, გადაყარეთ. მიღებული საწებელი კვლავ ცეცხლზე დადგით, დაუმატეთ შაქარი, მარილი, კარი, პილპილი (წითელი, შავი) და ნივრის ფხვნილი ან დაჭყლეტილი ნიორი. კარგად ამოურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. რომ ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და 10 წუთი ადუღეთ. ხშირად ამოურიეთ. ქაფს რომ მოიკიდებს, მოხადეთ. შემდეგ გადაანაწილეთ გასუფთავებულ ქილებში და თავი კარგად დაახურეთ. ქილები ამოატრიალეთ და რამდენიმე საათს (ან მთელი ღამით) ასე გააჩერეთ. შემდეგ თქვენს კონსერვებთან ერთად შეინახეთ.