მაკარონის ტორტი
მაკარონის ტორტი
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დაჭრილი პამიდორი - 400 გ, ცოცხალი ან კონსერვი
  • წიწაკა ჩილი, დაფქული - გემოვნებით
  • ნივრის კბილი - 3
  • საქონლის ან ქათმის ფარში - 500 გ
  • პასტა რიგატონი - 500 გ
  • გახეხილი ყველი - 1 ჭიქა
  • ხახვი - 1
მომზადების წესები
ტაფაში ზეთში მოშუშეთ ხახვი,  დაამატეთ ფარში და განაგრძეთ შუშვა. დაამატეთ დაჭრილი ნიორი, წიწაკა, მარილი.შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პამიდორი და წამოადუღეთ რამდენიმე წუთით.
პარალელურად მოხარშეთ პასტა რიგატონი. ცოტა ხარშვა დააკელით. გადაწურეთ და ცივი წყალი გადაავლეთ.
წაუსვით ცხიმი 24 სმ-იან ფორმას და ჩაალაგეთ რიგატონები ვერტიკალურად. ზემოდან გადაანაწილეთ ხორციანი სოუსი, თან  შეეცადეთ მაკარონის ნასვრეტებში  კარგად ჩავიდეს. ზემოდან ყველი მოაყარეთ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით გამოაცხეთ.
ღუმელიდან გამოღების შემდეგ 15-20 წუთი დაასვენეთ და დაჭერით.
ტეგები:
ფარში ყველი პამიდორი მაკარონი ნანახია: 37356