ქარხნული ნამცხვარი (ე.წ. პეჩენია) ხელით დააქუცმაცეთ. მოხარშული შესქელებული რძე გათქვიფეთ, შეათქვიფეთ არაჟანი. შემდეგ დაუმატეთ დარბილებური კარაქი და კარგად გათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი და ამოურიეთ. მიღებული კრემი დაუმატეთ დაქუცმაცებულ ორცხობილებს და კარგად ამოურიეთ. გადაიტანეთ თეფშზე ისე, როგორც ფოტოზეა. თავზე გახეხილი შოკოლადი მოაფრქვიეთ და მაცივარში შედგით 1 საათით. გემრიელად მიირთვით!