დავთალე საზამთროს კანები კარტოფილის სათლელით (გამოვიდა 1.300 კგ), დავახვიე და ბამბის თეთრი ძაფით შევკარი (ხის ჩხირებითაც შეიძლება), ჩავყარე სოდიან (ამ წონის ქერქზე 2 სუფრის კოვზი სოდა, წყალი იმდენი, რომ დაფაროს ქერქები) წყალში 5 საათით, შემდეგ გავრეცხე კარგად, ჯამში ჩავყარე ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი, ჩავასხი წყალი და რომ ადუღდა, ჩავყარე საზამთროს კანები, ვადუღე 10-15 წუთი, ისევ გავავლე ცივ წყალში და კარგად რომ გაცივდა, დავაცალე ძაფები. ავადუღე სიროფი (1.800 ლ წყალი და 1 კგ შაქრის ფხვნილი), ჩავყარე კანები, ვადუღე ნახევარი საათი და გამოვრთე, მეორე დღეს დავაყარე კიდევ ერთი კგ შაქრის ფხვნილი, წამოვადუღე. დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე დავამატე ვანილი, ლიმნის მჟავა და 7 მარცვალი მიხაკი (მეტი აღარ მქონდა, თორემ მიყვარს მიხაკის გემო). სასწაულად ხრაშუნა და ქათქათა ფერის გამოვიდა. წაიკითხეთ გაგრძელება