1. ქვაბში, სქელი ძირით ჩავასხი 100 მლ ზეთი, მე მაქვს ფრიტურის ქვაბი, მაგრამ ვერ ვხმარობ, იმიტომ რომ 3 ლიტრა ზეთი უნდა ერთ ხმარებაზე, მე კი არ ვამზადებ მაგდენს, მაგიტომაც ვამჯობინებ ჩვეულებრივ ქვაბს ბადრიჯანი რომ დაეტიოს; 2. შევწვათ კარგად და დავდოთ საწურზე; 3. ცალკე მოვთუშოთ ხახვი, შემდეგ ვუმატებ ქათმის ფილეს და ისევ ვაუშავ, ბოლოს ტომატს ვუმატებთ - ვთუშავთ; 4. ხოლო დასრულების ეტაპად ვამატებ ბულგარულს და კარტოფილს კუბებად დაჭრილს და აღარ ვთუშავ; 5. ბადრიჯანს ვჭრი და კოვზით ვაძლევ ფორმას, ვდებ შიგთავს, რომელიც მოვამზადეთ და ვდებ ღუმელში 20-23 წუთით 180 გრადუსზე, 5 წუთით ადრე შეგიძლიათ ყველი მოაყაროთ, მაგრამ ჩემს ოჯახში ამჯობინეს ყველის გარეშე ამის მირთმევა. გემრიელად მიირთვით!