კვერცხის ცილა და გული განაცელკევეთ. მწიკვ მარილთან ერთად ამოიყვანეთ ცილა, ეტაპობრივად დაუმატეთ შაქარი. მყარი ბეზე რომ ამოვა, მზად არის. კვერცხის გული გათქვიფეთ და ბეზეს დაუმატეთ. დაბალ სიჩქარეზე გათქვიფეთ. შემდეგ ფქვილი და ვანილი ჩააცერით. ფრთხილად ამოურიეთ ხის ან სილიკონის კოვზით. ოთახის ტემპერატურის რძეს დაუმატეთ ზეთი და მოურიეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ცოტა ცომი (2-3 სკ) დაუმატეთ და ამოურიეთ, შემდეგ ეს მასა დაუმატეთ ცომს. ამგვარად, ცომი არ აიჭრება, არც ჩავარდება. ნელ-ნელა ამოურიეთ. მიღებული ცომი ორ ნაწილად გამოაცხვეთ გახურებულ ტაფაზე. თავი დაახურეთ და რამდენიმე წუთით (10-12) დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. მეორე მხრიდან გამოცხობა არ სჭირდება. ასევე მოამზადეთ მეორე ფირფიტა. კრემი: კვერცხს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და გათქვიფეთ. დაუმატეთ სახამებელი და ფქვილი. შემდეგ შეათქვიფეთ რძე, ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. კრემი რომ გასქელდება, გადმოდგით და მორევა გააგრძელეთ. კრემს სამზარეულოს ცელოფანი გადააფარეთ (ისე, რომ კრემს ეხებოდეს) და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად გათქვიფეთ, შემდეგ ეტაპობრივად შეათქვიფეთ გაგრილებული კრემი. ნამცხვრის ფირფიტა რძით დანამეთ, თავზე კრემი გადაანაწილეთ, მეორე ფირფიტა დაადეთ და ისიც დაკრემეთ. ტორტი მაცივარში შედგით ნახევარი საათით. ბოლოს მორთეთ ქოქოსის ფანტელებით. გემრიელად მიირთვით!