ყაბაყი გახეხეთ, დააყარეთ მარილი და 5 წუთი დააყოვნეთ, რომ წვენი გამოუშვას. კვერცხი პილპილთან ერთად გათქვიფეთ. ყაბაყი კარგად გაწურეთ და კვერცხს შეურიეთ. შეწვით ბლინები ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. სურვილისამებრ, რომ ამოაბრუნებთ, გახეხილი ყველი მოაყარეთ და რულეტივით გადაახვიეთ. გემრიელად მიირთვით!