საქართველოს კუთხეებში ხშირად ვმოგზაურობ და საინტერესო ადგილებთან ერთად მათ სამზარეულოსაც ვეცნობი. მოგზაურობის ყველაზე გემრიელი ნაწილი უცხო კერძების დეგუსტაციაა, თუმცა ის კერძი, რომელიც დღეს მინდა წარგიდგინოთ, რამდენჯერმე დავაგემოვნე, ისე მომეწონა. ის კი არა და მომზადებაც გადავწყვიტე და ახლა ჩემეულ რეცეპტს გიზიარებთ. დაბალ ცეცხლზე დავდგათ ქვაბი, ჩავდოთ კარაქი, გავალღვოთ და დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ნადუღი და ნაღები, მარილი გემოვნებით და წამოვადუღოთ. მომზადებული მასა დავასხათ წინასწარ კეცზე გამზადებულ სინორის დახვეულ ფირფიტებს და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 10 წუთი. უგემრიელესი აჭარული კერძიც მზადაა. დეტალებისთვის იხილეთ ვიდეორეცეპტი.