გამოვაცხვე 2ც კლასიკური ბისკვიტი, დავწერ ერთი ბისკვიტის დოზას. კვერცხი 4ც შაქარი 4ს/კ ფქვილი 5ს/კ მომზადება : ავთქვიფოდ კვერცხის ცილა, დავუმატოთ შაქარი ეტაპობრივად და კვერცხის გული, ბოლოს კი ფქვილი. მიღებული მასა გადავანაწილოთ, 22 სმ დიამეტრის ფორმაში და ვაცხობთ 160 -170 ზე 30 წუთი. ანალოგიურად მეორე ბისკვიტიც. შიგთავსი : ატამი, ჟოლო და მარწყვი. დავაყარე შაქარი და დავტოვე, შემდეგ ამ სიროფით დავნამე მხოლოდ. არანაირი დანამატები. კრემი : 1ლ რძე 300გრ ფქვილი 400გრ შაქარი ვანილი 300გრ კარაქი მოვამზადოთ ფაფა: თბილ რძეში დავამატოთ შაქარი და ფქვილი, ვურიოთ განუწყვეტლივ, მზა გადავიტანოთ თასში და დავაფაროთ საკონდიტრო პარკი. ცალკე ავთქვიფოდ კარაქი+ვანილი და დავუმატოთ ცივი ფაფა ეტაპობრივად. ბისკვიტები გავჭერი შუაზე, დავნამე სიროფით, წავუსვი კრემი და გადავანაწილე კენკრა და ატამი, გარედან მოვრთე, ჟოლოთი და მარწყვით. ასევე დაგაინტერესებთ: პრაქტიკული რჩევები ცხობისთვის თამო მეფიშვილისგან