თბილ წყალში გახსენით შაქარი და მწიკვი მარილი. დაუმატეთ კვერცხი, ზეთი და საფუარი. გათქვიფეთ. შემდეგ ეტაპობრივად დაუმატეთ ფქვილი და ცომი მოზილეთ. მიღებული ცომი ჯამში დატოვეთ, თავზე გადააფარეთ და 30 წუთით დააყოვნეთ. სანამ ცომი ისვენებს, ვაშლი თხელ ფენებად დაჭერით. მაგიდაზე ან ხის დაფაზე სულ ცოტა ზეთი მოასხით და ზედ ცომი გადაიტანეთ. ცომი 2-3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ, მართკუთხედის ფორმა მიეცით. თავზე შაქარი მოაფრქვიეთ. შემდეგ სამ რიგად ჰორიზონტალურად ვაშლის ნაჭრები დაალაგეთ და ცომი ქვევიდან ზევით მიმართულებით რულეტივით გადაახვიეთ. მიღებული რულეტი 10 ნაწილად დაჭერით. კექსის ფორმას ცხიმი წაუსვით და შიგ გადაიტანეთ დაჭრილი ცომისა და ვაშლის ფენები. თავზე ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით გამოაცხვეთ. გემრიელად მიირთვით!