გარეცხილი და გარჩეული ბოსტნეული გაანაწილეთ ქილებში და დაასხით ადუღებული წყალი. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 15 წუთით. შემდეგ გადმოღვარეთ ქილებიდან წყალი ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. კვლავ დაასხით ბოსტნეულს, დააფარეთ გასტერილებული თავსახურები. 15 წუთში წყალი კვლავ გადაღვარეთ და დაუმატეთ მარილი და შაქარი. მიიყვანეთ მარინადი ადუღებამდე, დაუმატეთ 9 %-იანი ძმარი და დაასხით ბოსტნეულს, მოხუფეთ ქილები სტერილური ხუფებით. ქილები გადმოაბრუნეთ, შეფუთეთ ადიელაში და გააჩერეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.