ქვაბში მოათავსეთ ალუბალი, კურკაგამოცლილი ქლიავი (შავი ყურძენიც ძალიან მოუხდება), დარიჩინის ჩხირი და 1 ლ წყალი დაასხით. თუ მიხაკის გემო გიყვართ, ცოტა ისიც დაუმატეთ. ქვაბი ცეცხლზე დადგით და თავი დაახურეთ. დუღილს რომ დაიწყებს, ამოურიეთ. რამდენიმე წუთში (ქლიავს კანი რომ გაეცლება), სასმელიდან ხილი ამოალაგეთ, სასმელს კი შაქარი დაუმატეთ და მოურიეთ. ბოლოს 1 ნაჭერი ლიმონი დაუმატეთ. 2-3 წუთში სასმელი საწურში გაატარეთ და ისე ჩაასხით ჭურჭელში, დაუმატეთ ცივი წყალი და ყინულები. გემრიელად მიირთვით!