ვის უყვარს ჩემსავით უგემრიელესი ხვარბალი ლობიო? ავდექი დილით, დავკრიფე ლობიო, სოფლის მწვანილები, მოვხარშე. სასწაული სურნელი ტრიალებს ეზოში! მოხარშულ ლობიოს ხარშვის დროს დავუმატე ორი ფოთოლი დაფნა. კარგად რომ მოიხარშა, დავუმატე მწვანილები და მოდაღული ზეთიანი ხახვი, მარილი გემოვნებით. უგემრიელესი გამოვიდა!