პირველ რიგში, მარინადს ვამზადებთ. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი და კარგად ამოურიეთ. დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ. კიტრს დააცალეთ ყუნწები. ბულგარული წიწაკა გაარჩიეთ და ჩხირებად დაჭერით. ხახვი გაარჩიეთ და სიგრძეზე დაჭერით. სუფთა ქილებში ჯერ პირშუშხას ფოთლები ჩაალაგეთ, შემდეგ ქინძი, თითო-თითო დაფნის ფოთოლი,შავი მოცხარის ან ალუბლის ფოთლები და 3-3 ც შავი პილპილის მარცვალი. ამის შემდეგ კიტრი მჭიდროდ ჩაალაგეთ. ასევე ჩააწყვეთ ცხარე და ტკბილი წითელი წიწაკა, 3-4 კბილი ნიორი, პამიდორი, ხახვი. ასე ამოავსეთ ქილები. ბოსტნეულის რაოდენობა თქვენი გემოვნებისამებრ განსაზღვრეთ. დავუბრუნდეთ მარინადს: რომ ადუღდება, გადმოდგით, ცოტათი გააგრილეთ და ძმარი დაუმატეთ. კარგად მოურიეთ და ქილებში გადაანაწილეთ. ბოლოს ქილები წესისამებრ გაასტერილეთ (1-ლიტრიან ქილას 8 წუთი სჭირდება, 2-ლიტრიანს - 12, 3-ლიტრიანს - 15) და მოხუფეთ.