დრო
40წთ
ულუფა
4
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- შაქარი - 4 ს.კ
- დარიჩინის ჩხირი - 4
- ნიგოზი - 50 გ
- ქიშმიში - 3 ს.კ
- გარგრის ჩირი - 50 გ
- ვაშლი - 4
- კარაქი - 4 ს.კ
- ფორთოხლის წვენი - 100 მლ
მომზადების წესები
ვაშლს ამოაცალეთ გული, ისე რომ ძირი არ დაუზიანოთ.
დაჭერით გარგრის ჩირი და ნიგოზი, დაამატეთ ქიშმიში, შაქარი, გამდნარი კარაქი და გაანაწილეთ 4 ვაშლზე. ჩაუდეთ დარიჩინის ჩხირიც. გადაიტანეთ ფორმაში და მოასხით ფორთოხლის წვენი.
შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შეწვით დაახლოებით 30 წუთი, სანამ დარბილდება, თან ხშირად ასხით ზემოდან ფორთოხლის წვენი.
მიირთვით თბილი