მოცემული ინგრედიენტები აუცილებლად ცივი უნდა იყოს. თასში მოვათავსე კვერცხი, ძმარი, არაყი, წყალი. ავთქვიფოთ, რომ კვერცხი კარგად გაიხსნას. შემდეგ ეტაპობრივად ვუმატებთ დარჩენილ ინგრედიენტებს. ცომი კარგად დავამუშავოთ, ფქვილი შეიძლება მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ, აკონტროლეთ, მასა უნდა იყოს ელასტიური. კარაქი გავყავი 6 ნაწილად, ცომი კი 2 ნაწილად. ვიღებთ ცომის ერთ ნაწილს, ვაბრტყელებთ, წავუსვამთ კარაქის ერთ ნაწილს, გადავკეცავთ და მაცივარში ვათავსებთ 1 საათით, ასე ვიმეორებთ 3-ჯერ - თითო ცომის ნაწილზე. ბოლოს კი მაცივარში ვტოვებთ ერთი დღის განმავლობაში. ამ მასით 3კგ და 250 გრ ცომი გამოვიდა. შეინახავთ საყინულეში და გამოიყენებთ ეტაპობრივად.