საზამთროს რბილობი დაჭერით და გაათავისუფლეთ კურკებისგან. გადაიატენთ დიდ ჯამში და შაქარი და ლიმონმჟავა დააყარეთ. 2 საათით გააჩერეთ, პერიოდულად რამდენჯერმე ამოურიეთ. 2 საათის შემდეგ ქვაბში გადაიტანეთ და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში. თუ უფრო სქელი გსურთ რომ გამოვიდეს, ნახევარი საათით გაახანგრძლივეთ ხარშვა. სასურველ კონსისტენციასა და ფერს რომ მიიღებთ, სუფთა ქილებში გადაანაწილეთ, წესისამებრ გაასტერილეთ და მოხუფეთ.