თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, მარილი და შაქარი. ეტაპობრივად დავუმატოთ ფქვილი. ცომი უნდა იყოს ელასტიური. ბოლოს ვამატებთ ზეთს, ცომი კარგად დავამუშაოთ, დავაფაროთ საკონდიტრო პარკი, შემდეგ 2-ჯერ ჩავზილოთ. სანამ ცომის მასას მოამზადებთ, მანამდე მოამზადეთ კრემი, რადგან ცივი უნდა იყოს. კრემი მზადდება მოცემული ინგრედიენტებით. ცხელ ფაფას ვუმატებთ კარაქს და გავაციებთ ოთახის ტემპერატურაზე. თითო ცომის გუნდა იწონიდა 60-65 გრამამდე. ცომის გუნდას გააბრტყელებთ, მოათავსებთ 1ს/კ კრემს, გამოაცხობთ ბლომად ზეთში. მზას შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი, უგემრიელესია!