ბადრიჯანს თავი და ბოლო მოაჭერით, გათალეთ. გაჭერით ჯერ შუაზე (სიგრძეზე), შემდეგ 2 ან 3 ნაწილად (ბადრიჯნის ზომას გააჩნია). ხახვი და ნიორი დაჭერით ალყა-ალყა. ტაფა გაახურეთ, დაასხით ზეთი და ბადრიჯანი ორივე მხარეს დაბრაწეთ. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და შაქარი. წყალი რომ გაცხელდება - ძმარიც. ჯამში ერთ ფენად მოაწყვეთ ბადრიჯანი, მოაყარეთ ხახვი და ნიორი, შემდეგ - ისევ ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი და ა.შ. შეგიძლიათ, ხორცის სუნელიც დაუმატოთ. ბოლოს დაასხით მარინადი, თავზე თეფში დაახურეთ, სიმძიმე დაადეთ და 12 საათით გააჩერეთ. შემდეგ ქილებში გადაანაწილეთ და წესისამებრ გაასტერილეთ.