საზამთრო სასურველ ფორმებად დაჭერით და გათალეთ. ცივ წყალში სოდა გახსენით და საზამთროს დაასხით. 4 საათით გააჩერეთ. შემდეგ ცივ წყალში ამორეცხეთ და ქვაბში გადაიტანეთ. თავზე 600 გ შაქარი დააყარეთ, ამოურიეთ და ცეცხლზე დადგით. 20 წუთით ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით, თავი დაახურეთ და 4 საათით დაასვენეთ. ამის შემდეგ კვლავ ცეცხლზე შემოდგით და კიდევ 20 წუთით ადუღეთ. ისევ გააჩერეთ 4 საათით. ამის შემდეგ თავზე დარჩენილი შაქარი მოაყარეთ, ლიმონის წვენი მოასხით, ვანილი მოაყარეთ და ამოურიეთ.. კვლავ ცეცხლზე დადგით და 20 წუთით ადუღეთ. ამის შემდეგ მასა გადაწურეთ და გააგრილეთ. რომ გაგრილდება, შაქარში ამოავლეთ და მიირთვით.