ფქვილს დაუმატეთ შაქარი, მარილი, ვანილი, გამაფხვიერელი და ამოურიეთ. დაუმატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი და ცომი მოზილეთ. შემდეგ ცომი ცელოფანში გაახვიეთ და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ. შემდეგ ცომი გააბრტყელეთ, სასურველი ფორმები გამოჭერით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.