ვაშლს მოვაჭრათ წვერები, ყუნწები კი დავუტოვოთ, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და 15 წუთით მდუღარე წყალში მოვათავსოთ. წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ვაშლები გადავწუროთ, ჩავყაროთ სამურაბე თასში, დავასხათ სიროფი და გავაჩეროთ 5 საათი, შემდეგ დავდგათ ცეცხლზე. როცა მურაბა ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და 5 წუთი ვადუღოთ, შემდეგ გავაცივოთ, დავაწუროთ ლიმონი და ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. როცა სიროფი დაიწმინდება და ვაშლი დარბილდება, მურაბა მზადაა. ცხელ მურაბას შევურიოთ ვანილი და ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში. ჟურნალი „გემრიელია“ - აგვისტოს ნომერი