დავჭრათ ბადრიჯანი ჩხირებად, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში 3-5 წუთის განმავლობაში. პარალელურად, ავთქვიფოთ 2 ცალი კვერცხი, დავამატოთ ფქვილი და იოგურტი. იოგურტი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ არაჟნით. ამ მასაში ამოვავლოთ მოხარშული ბადრიჯნის ჩხირები და შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან და ვუალა! ჩვენი ბადრიჯნის ხრაშუნა ჩხირებიც მზადაა!