ნაბიჯი პირველი: პომიდორი დჭერით 8 ნაწილად. წიწაკის შუაგული ამოჭერით, დაჭერით რბილობი და ხახვი რგოლებად. ყველა ბოსტნეული მოათავსეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, დაამატეთ 2სკ ზეთი ,მოაყარეთ მარილი,პილპილი და აურიეთ. ბოსტნეული გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხეთ ღუმელში 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. ნაბიჯი მეორე: მოაცილეთ ქათამს კანი და დაჭერით ნაჭრებად. ქათამი ღუმელში მომზადებულ ბოსტნეულს დაადეთ. დაამატეთ მარილი,წიწაკა, ნიორი და შეაბრუნეთ ღუმელში. უმჯობესია გრილის ფუნქციის გამოყენება. მოამზადეთ 10 წუთის განმავლობაში.გადმოატრიელეთ ერთხელ. ნაბიჯი მესამე: ბულიონი დაასხით ქათამს, დააფარეთ ფოლგა ან თავსახური, მოამზადეთ 25 წუთის განმავლობაში,გადაიტანეთ ქათმის ნაჭრები თეფშზე, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ თბილ ადგილას. ნაბიჯი მეოთხე: ფორმაში დარჩენილი სოუსი დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ,გადაალაგეთ სოუსში შემწვარი ბოსტნეული, მოურიეთ და ქათმის ხორცს მიულაგეთ გვერდით.