დავყაროთ ჩიფსი ცეცხლგამძლე თეფშზე და ზემოდან დავადოთ ბარბექიუს სოუსში ამოვლებული შემწვარი ან მოხარშული ქათმის ხორცი. ერთმანეთს შევურიოთ დაჭრილი პამიდორი, ხახვი, მწვანე ხახვი და მარილი. მოვაყაროთ ზემოდან ხორცს. ბოლოს დავაგვირგვინოთ გახეხილი ყველით. შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში 2–3 წუთით და ჩვენი კერძი მზად არის!