დაჭერით ქამა სოკო ძალიან წვრილად, გადაიტანეთ მშრალ ტაფაზე. სოკოს შესაკმაზად გამოიყენეთ შავი წიწაკა, უცხო სუნელი და პაპრიკა.საკმარისია თითო ჩაის კოვზი. დაამატეთ ცოტა სახამებელი სოკოს, რათა შეიკრას მასა და გააკეთეთ კატლეტები. თითო მხარეს 2 წუთით შეწვით. ბულგარული დაჭერით მრგვლად, მწვანილი - წვრილად. ბურგერის ასაწყობად პური გაჭერით შუაში, დაასხით კეტჩუპი, მოათავსეთ სალათის ფურცელი, სოკოს კატლეტი, ბულგარული წიწაკა, მწვანილები და მაიონზი გემოვნებით. ჩვენი სამარხვო ბურგერიც მზადაა! ფუმფულა და ჰაეროვანი ბურგერის პურის რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს: