1. აირჩიეთ პატარა, წითელი (და არა ვარდისფერი) მწიფე პომიდორი, გარეცხეთ კარგად. დაჭერით ორად ან ოთხად. პატარა კოვზით მოაცილეთ სითხე და თესლი. 2.პომიდვრები საცხობ ლანგარზე დაალაგეთ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. 3.დააყარეთ მარილი, შაქარი, პროვანსული სუნელები და ნივრის ნაჭრები. ასევე შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ წითელი ცხარე წიწაკა. 4.შედგით ღუმელში, ჩართეთ ზედა წვა და დაბალ ტემპერატურაზე გქონდეთ, ღია კარით 1,5 საათის განმავლობაში. 5.შემდეგ პომიდვრები ამოატრიალეთ და მეორე მხრიდან გამოაცხვეთ 30–40 წუთის განმავლობაში. 6. პომიდორი არის მზად, როდესაც ასე გამოიყურება. 7. პომიდვრები მოათავსეთ ქილაში სუნელებთან და ნიორთან ერთად. 8. ბოლოს, შეავსეთ ზეითუნის ზეთით. საკვებად მიღება შეგიძლიათ 2 დღის შემდეგაც, თუმცა, გირჩევთ ზამთრამდე მოიცადოთ და შეიგრძნოთ ნამდვილი პომიდვრის ჩირის გემო.