გარეცხეთ მწვანე ლობიო და მოაშორეთ კუდი. დაჭერით დაახლოებით 3–4 სმ სიგრძეზე. აიღეთ მწვანე და ბულგარული წიწაკა, გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად. პარალელურად, დაჭერით მწვანილი. ჩაახეხეთ ნიორი. პომიდორი ორად გაჭერით და დააბლენდერეთ. პირველ რიგში, ქვაბში ჩაასხით პომიდვრის მზა მასა, დაამატეთ მარილი, შაქარი და ზეთი. ადუღების შემდეგ ჩაყარეთ გამზადებული დაჭრილი ბოსტნეული. მოურიეთ და დააყოვნეთ 35–40 წუთი საშუალო ცეცხლზე. ჩაყარეთ მწვანილი და ნიორი.დაამტეთ ძმარი. მოურიეთ და დაელოდეთ 10–15 წუთი. მზა მასა ჩაასხით ქილებში, დადეთ თავდაღმა და დაელოდეთ გაგრილებას. კონსერვი შეგიძლიათ შეინახოთ როგორც გრილ, ასევე ოთახის ტემპერატურაზე.