გათალეთ და წვრილად გახეხეთ კარტოფილი, გადაიტანეთ ღრმა თეფშზე და დაასხით წყალი. გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ გამოწურეთ წყალი და დაამუშავეთ ხელით. მოაყარეთ ხახვი, მწვანე წიწაკა, მწვანილები, შავი პილპილი, ნიორი და მარილი გემოვნებით. ბოლოს დაამატეთ ფქვილი, 1 ცალი კვერცხი და წვრილად დაჭრილი პომიდორი. კარგად მოურიეთ. ტაფაზე დაასხით ზეთი და დაიწყეთ მომზადება. მასა გადაიტანეთ პატარა მრგვალ ფორმებად. შეწვით ორივე მხარეს სანამ არ გახდება მოყავისფრო ოქროსფერი შეფერილობის.