პიკანტური ქამა სოკო
პიკანტური ქამა სოკო
დრო 20წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ორიგინალური და ძალიან გემრიელი საუზმეული სოკოსგან

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი - 30 მლ
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ
  • ჩილი წიწაკა - 1/2
  • ნივრის კბილი - 1
  • ქამა სოკო - 300 გ
  • მარილი
  • ოხრახუში
მომზადების წესები
სოკო ფირფიტებად დავჭრათ და ლიმონის წვენი მოვასხათ. ნიორი და წიწაკა ჩილი წვრილად დავკეპოთ.
გავაცხელოთ ზეთი ტაფაზე, დავამატოთ ჩილი და ნიორის ნახევარი. დახლოებით 20 წამში, დავამატოთ სოკო და დაახლოებით 10 წუთი ვშუშოთ. დავამატოთ მარილი. პერიოდულად ვურიოთ
ბოლოს, 1-2 წუთით  ადრე ჩავამატოთ დარჩენილი ნიორი.
ცეცხლის გამორთვის შემდეგ წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ და ამოვურიოთ
ტეგები:
ნიორი სოკო ნანახია: 37385