გარეცხეთ და გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა თესლებისაგან. არ დაჭრათ ნაჭრებად, შეუნარჩუნეთ მთელი ფორმა. ჩაყარეთ ადუღებულ წყალში. ოდნავ რომ მოიწალება ამოიღეთ წყლიდან და ისე ჩააწყვეთ ქილებში. ქილები არ შეავსოთ ბოლომდე, დაუტოვეთ ოდნავ სივრცე და ამის შემდეგ დაამატეთ ახლად ადუღებული წყალი (ეს კონსერვი არ საჭიროებს მარილის ან ასპირინის დამატებას, თუმცა შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოიყენოთ ასპირინი). მოხუფეთ, თბილად შეფუთეთ და ამ მდგომარეობაში დატოვეთ ერთი ღამით. კონსერვირების შემდეგ წყლის დონემ შეიძლება მოიკლოს, ეს ბუნებრივია, მაგრამ ფერი და გემო უცვლელი დარჩება. ამავე წესით შეგიძლიათ დააკონსერვოთ მწვანე ბულგარულიც, ან მწვანე და წითელი ბულგარული ერთად. ბულგარული წიწაკის კონსერვი შეგიძლიათ გამოიყენოთ პიცის გამოსაცხობად, ნიგვზისთვის, ტოლმისთვის, მაიონეზში, სტაფილოში და სხვადასხვა საჭმელებში.