1.გახსენით ზაფრანა წყალში და დააყოვნეთ 15 წუთით. 2.აიღეთ საშუალო სიღრმის ჯამი და დაასხით 2 ჭიქა წყალი. დაამატეთ კამის თესლი, მიხაკი, კარდამონი. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. 3.ცალკე გაარჩიეთ ნუშის მარცვლები, დაამატეთ: ქიშმიში, ნესვისა და ყაყაჩოს თესლები. 4.მოდუღებული სითხე გაფილტრეთ და ისე დაამატეთ ნუშის ნაზავს. 5.მოურიეთ და დაელოდეთ 1 საათი. შემდგომ ეს მასა გადაიტანეთ მიქსერში და დააბლენდერეთ. 6.გადმოიტანეთ დაბლენდერებული ნაზავი ჯამში. დაამატეთ ცივი რძე და შაქარი. 7.დაამატეთ ზაფრანის წყალი. მოურიეთ და გადაიტანეთ ჭიქებში. შეგიძლიათ დაამატოთ ყინულიც.