1.ათქვიფეთ 4 ცალი კვერცხის გული 200 გრ შაქართან ერთად. დაამატეთ არაჟანი და გამდნარი კარაქი. 2.მოაყარეთ: გამაფხვიერებელი, ვანილი და ფქვილი. 3.მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ დაახლოებით 170–180 გრადუსზე, 45 წუთის განმავლობაში. 4.გახეხეთ ვაშლი და დაამატეთ ლიმონის წვენი. 5.გადაუსვით გამომცხვარ ბისკვიტს და შედგით ისევ ღუმელში, დაახლოებით 5 წთ. 6.ათქვიფეთ 4 ცალი კვერცხის ცილა. 7.მოადუღეთ ცალკე წვენი: 200გრ შაქარი მოათავსეთ ქვაბში და დაამატეთ 100მლ წყალი. როდესაც წვენი გაცხელდება, ეტაპობრივად დაუმატეთ ბეზე და თქვიფეთ განუწყვეტლივ,15 წთ–ის განმავლობაში. 8. გადაანაწილეთ ბისკვიტზე და ისევ შეაბრუნეთ ღუმელში, დააყოვნეთ 10 წუთი. 9.მოამზადეთ მინანქარი: წამოადუღეთ კაკაო, რძე და 100გრ შაქარი. ბოლოს დაუმატეთ ზეთი.