გაასუფთავეთ თესლებისაგან პომიდორი და მწვანე წიწაკა. დაჭერით წვრილად, მოათავსეთ ჯამში. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილები გემოვნებით. ბოლოს ჩააწურეთ ლიმონი და მიირთვით ჩიფსებთან ერთად. შესაძლებელია პიკო დე გალოს გაურიოთ არაჟანი, ავოკადო ან მიირთვათ ხორცთან ერთად, უმჯობესია ქათმის ფილე.