ღორის ნეკნები გრილზე
ღორის ნეკნები გრილზე
დრო 720წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
სანამ ჯერ კიდევ კარგი ამინდებია, პიკნიკი და მეგობრებთან ერთად ასეთი გემრიელი კერძების დაგემოვნება ნამდვილი სიამოვნებაა.

ინგრედიენტები

  • მიხაკი - 2 ცალი
  • ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი - 2-3 მარცვალი
  • დარიჩინი - 1/2 ჩ.კ
  • მარილი - 2 ჩ.კ
  • ხმელი ორეგანო - 1 ს.კ
  • ხმელი ქონდარი - 1 ს.კ
  • ნივრის კბილი - 6
  • ღორის ნეკნები - 3 კგ
  • ძმარი - 60 მლ
  • წყალი - 50 მლ
მომზადების წესები
ნიორი, ხმელი სუნელები, სანელებლები დავნაყოთ სანაყში, დავამატოთ ძმარი და წყალი, კარგად ავურიოთ. ეს ნარევი ნეკნებს კარგად შევაზილოთ, თავზე გადავაფაროთ და 1 ღამე (ან მინიმუმ 8 საათი) მაცივარში გავაჩეროთ.
შეწვამდე 1 საათით ადრე გამოვიღოთ მაცივრიდან. გრილი გავახუროთ. როცა ნაკვერჩხალი ჩანელდება და ცეცხლი საშუალო სიმხურვალეს მიაღწევს, გრილის ბადეს წავუსვათ ზეთი, ხორცს მარილი მოვაყაროთ და ძვლინი მხარით ზემოთ დავაწყოთ.
შევწვათ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, ორივე მხრიდან
ტეგები:
გრილი ნანახია: 5872