1.გარეცხეთ მსხალი და მოაცილეთ კანი. 2.დაჭერით 4 ნაწილად და ამოიღეთ გულის ნაწილი. 3.გახეხეთ მსხალი. მოურიეთ შაქართან და კენკრის წვენთან ერთად. 4.ეს მასა გადაიტანეთ ბლენდერში. დაამატეთ: ცივი რძე, ნაყინი, ლიქიორი, დარიჩინი და ვანილის შაქარი. კარგად დააბლენდერეთ. 5.კოქტეილი ჩაასხით ჭიქებში და გაანაწილეთ გახეხილი შოკოლადი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი კენკრაც. უმჯობესია მიირთვათ ცივად.