1.ჩანგლით დაჩხვლიტეთ ლეღვი. 2. ჩაასხით ქვაბში 2 ჭიქა წყალი 3. მოაყარეთ შაქარი. 4. ჩაალაგეთ ლეღვი ქვაბის ნახევრამდე. 5.დააფარეთ თავსახური და ადუღეთ 10 წუთი. 6.გადმოიტანეთ ლეღვები თუშფალანგზე. 7.დაადეთ სიმძიმე და გააჩერეთ 30 წუთი. 8.ლეღვი დაალაგეთ ჩირის აპარატის თაროებზე და გააშრეთ 40 გრადუსზე 5–6 საათის განმალობაში ან დაალაგეთ სუფთა ადგილას, ერთმანეთისგან დაშორებით და დაელოდეთ მანამ, სანამ კარგად არ გამოშრება. 9.შეგიძლიათ ჯამში ჩაასხათ ცოტაოდენი ლეღვის მურაბის წვენი. ამოავლოთ ლეღვის ჩირი მურაბის წვენში და დაელოდოთ კარგად გამოშრობას.