1.კარგად გარეცხეთ ფეტვი ცივ წყალში, შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში და დაასხით 1300 მლ წყალი. დაელოდეთ ადუღებას. დაამატეთ ცოტა მარილი და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. შეინახეთ თბილად. 2.წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი. სოკო – საშუალო ზომის ნაჭრებად. 3.დადგით დიდი ზომის ქვაბი ცეცხლზე, დაასხით 20 მლ ზეთი. ჩაყარეთ ხახვი და ნიორი და მოურიეთ ხშირად. 4.დაამატეთ სოკო და დააყოვნეთ 15 წუთი. 5.დაასხით ბულიონი, მოხარშეთ 5 წუთი. 6.ღუმელი გააცხელეთ180 ° ზე. გაჭერით სიგრძეზე პური(უმჯობესია ბაგეტი) მოასხით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე. იქვე შეგიძლიათ განათავსოთ ნიგოზიც. შედგით ღუმელში 175 გრადუსზე და დააყოვნეთ ნიგოზი–5 წუთი, პური კი 10 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. 7. ჩაასხით ნახევარი წვნიანი ბლენდერში და მოურიეთ სანამ არ იქცევა პიურისებრ მასად. შემდეგ დააბრუნეთ ისევ ქვაბში და დაამატეთ სოიოს სოუსი. 8.გაანაწილეთ ფეტვი თეფშებზე და დაასხით წვნიანი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ნიგოზი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.