1. წიწაკა, სტაფილო და ჭარხალი გაატარეთ ხოცსაკეპ მანქანაში. 2. ჩაასხით ქვაბში ზეთი. როდესაც კარგად გაცხელდება – დაამატეთ ტომატი. კარგად მოურიეთ და ჩაასხით გატარებული მასა. 3. ადუღეთ 2 საათი. 4. კარგად ადუღების შემდეგ დაუმატეთ: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ზაფრანა და გატარებული ნიორი. 5. ადუღეთ კიდევ 15 წუთი. დაუმატეთ ასპირინი, მარილი და ჩაასხით ქილებში.