1. მოამზადეთ ბისკვიტი: 1.მოაყარეთ კვერცხის ცილას ცოტა მარილი და ამოიყვანეთ მასის გამყარებამდე. 2. დაამატეთ შაქარი, კვერცხის გულები, ვანილი, ფქვილი და ხის კოვზით მოურიეთ ერთი მიმართულებით. გამოაცხვეთ კალკა ცხიმწასმულ 28დმ ფორმაში, 160 გრადუსზე. 2. მოამზადეთ კრემი: 1. ამოიყვანეთ გათეთრებამდე კვერცხის გული და შაქარი. დაამატეთ: სახამებელი, ფქვილი, ვანილი, რძე და წამოადუღეთ. დააფარეთ სამზარეულოს პოლიეთილენის პარკი. 2. ამოიყვანეთ კარაქი გათეთრებამდე და დაამატეთ თითო კოვზი გაციებული ფაფა. 3. გაყავით ბისკვიტი სამ ნაწილად. ორი ფენა დანამეთ ყავით და კონიაკით. დაალაგეთ კუბიკებად დაჭრილი ატამი. ყველა ფენას წაუსვით კრემი. 10 წუთი გააჩერეთ საყინულეში და გარედან წაუსვით მწვანე კრემი. 4. ტორტი მორთეთ მარციპანით და პატარა გვირილებით.